„საქართველოში მიმდინარე კანონშემოქმედებითი საქმიანობა, მათი შთაგონების წყაროდ იქცა“
„როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კანონშემოქმედებითი საქმიანობა მათი შთაგონების წყაროდ იქცა“, – განაცხადა ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.
დეპუტატი გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ საფრანგეთის სენატმა დემოკრატიულ ცხოვრებაში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ონლაინ სივრცეში განზრახ და მასობრივად გავრცელებული ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის წინააღმდეგ სასამართლოს ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
„როდესაც მსგავს კანონებს ვიღებდით საქართველოში და ვამბობდით, რომ ეს ეროვნული სისტემების, მათ შორის, დემოკრატიისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის იყო მნიშვნელოვანი, გვახსოვს, ისინი (უცხოელი პარტნიორები) როგორ გვესხმოდნენ თავს. მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუციებში ერთს წერდნენ, მაგრამ საკუთარი ქვეყნების პარლამენტებში მეორეს იღებდნენ. როგორც ჩანს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე კანონშემოქმედებითი საქმიანობა, მათი შთაგონების წყაროდ იქცა“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.