„14 წლის დავალება და მოლოდინი დღეს შესრულდება“…
By

„14 წლის დავალება და მოლოდინი დღეს შესრულდება“…

„უკვე 14 წელია ქართული საზოგადოება გვავალებს, გვთხოვს და მოელის, სამართლებრივად შეფასდეს „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ე.წ. განშტოებებს 2004-2012 წლებში დამხობილი ჰქონდათ საქართველოს წყობილება და დემოკრატიული საფუძველი.

„2012 წლიდან დღემდე კვლავ აგრძელებენ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრას, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვას, გარე დავალებების დამორჩილებით ცდილობენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფას. შესაბამისად, 14 წლის დავალება და მოლოდინი დღეს შესრულდება ჩვენ მიერ, ისტორიულ პროცესზე, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს აქვს ვალდებულებაც და გამოწვევაც, რომ სამართლებრივად შეაფასოს დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის 22 წელი და ის მოვლენები, რომელთა მიზანიც არის გარე მმართველობის ჩვენს ქვეყანაში დამყარება“, – განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *