აჭარაში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს
By

აჭარაში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს

გარემოს  დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოავლინეს.  ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
სოფელ ლეღვაში ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი მოქალაქეს საკარმიდამო ეზოში ჰქონდა უკანონოდ დამონტაჟებული.
სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, განთავსებული იყო კლიპტომერიის სახეობის 37 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და 2,3 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი (ფიცარი).
ვინაიდან ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი – 285 სამართალდარღვევა სამოქმედო ტერიტორიაზე აჭარის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა გამოავლინეს.
9 თვეში აჭარაში დალუქულია 11 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

  • No Comments
  • ოქტომბერი 21, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *