სტერლითამაქში აფეთქებების ხმა ისმოდა
By

სტერლითამაქში აფეთქებების ხმა ისმოდა

რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკაში ქიმიურ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია  ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დრონებით იერიშის შედეგად ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სტერლითამაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

„ტელეგრამ“ არხის ASTRA-ს ცნობით, ადგილობრივებმა კვამლი „ბაშკირეთის სოდის კომპანიის“ მახლობლად დააფიქსირეს, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ქიმიური კომპლექსია.

როგორც ASTRA წერს, „ბაშკირეთის სოდის კომპანია“ რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს თავდაცვის საწარმოების დახურულ რეესტრში შედის და რუსეთში ტერეფტალოილ ქლორიდის ერთადერთი მწარმოებელია, რომელსაც ჯავშანჟილეტების, ჩაფხუტებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის დამზადებისას იყენებენ.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *