By
ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში 6 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში, სხვადასხვა დროს, 6 პირი დააკავეს, მათ შორის, 3 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი ბინებისა და ავტომობილის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 1 კილოგრამზე მეტი „გამომშრალი მარიხუანა“ და 400 გრამამდე სინთეზური ნარკოტიკი.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.