„ეკომეგობრული აჭარა 2026“
By

„ეკომეგობრული აჭარა 2026“

ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში პროექტი „ეკომეგობრული აჭარა 2026“-ის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ქარცივაძე, „ვეისთლესის“ თავმჯდომარე გიორგი გულიაშვილი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა დიდმანიძე, მერიის სამსახურის წარმომადგენლები, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები ესწრებოდნენ.

მოსწავლეებთან შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა, საუბარი შეეხო ელექტრონარჩენების სწორად მართვასა და გარემოსდაცვით ინიციატივებში მათი ჩართულობის მნიშვნელობას.

შეხვედრები აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის 36 შერჩეულ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან გაიმართება, რის შემდეგ, მოსწავლეებისთვის გამოცხადდება კონკურსები. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ელექტრონარჩენების შეგროვებასა და თანატოლებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში.

პროექტის ფარგლებში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში შერჩეულ სკოლის დირექტორებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *