უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები – სტრასბურგში
By

უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები – სტრასბურგში

აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – გოგი ფუტკარაძე და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მარინე გვიანიძე სტრასბურგში, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის 51-ე სესიაში მონაწილეობდნენ.

ქართულ დელეგაციას, თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარის ნინო ვარდოსანიძის ხელმძღვანელობით, ასევე, წარმოადგენენ: ქალაქების – ფოთისა და ახალციხის მერები, ზუგდიდის საკრებულოს წევრი.

დამტკიცდა არაერთი მნიშვნელოვანი რეზოლუცია და რეკომენდაცია, რომლებიც კონგრესის 2026–2031 წლების პრიორიტეტებს, ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე დემოკრატიული უკუსვლის პრევენციის მექანიზმებს, არჩევნებზე დაკვირვებასა და კორუფციის პრევენციას უკავშირდება.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის პლენარულ სხდომაზე ყურადღება დაეთმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, უკრაინის აღდგენის დაფინანსებასა და ადგილობრივ თემებში ადამიანის უფლებების დაცვას.

სესიის ფარგლებში, გაიმართა კომიტეტების შეხვედრებიც, სადაც მონაწილეებმა მუნიციპალური განვითარებისა და ადგილობრივი დემოკრატიის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *