მინისტრმა კივის ბაღი დაათვალიერა
By

მინისტრმა კივის ბაღი დაათვალიერა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა დიასამიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად, სოფელ ჭარნალში, მერაბ ცეცხლაძის კივის ბაღი დაათვალიერა და კივის მოსავლის აღების პროცესში მიიღო მონაწილეობა.

მერთან ერთად იმყოფებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ხელვაჩაურის დელეგატი, საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მინდია დიასამიძე, მინისტრის მოადგილე არჩილ ბერიძე, მერიისა და სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლები.

ფერმერს კივის ბაღი 6 000 კვ მ ფართობზე აქვს გაშენებული. წელს აღნიშნული ნაკვეთიდან დაახლოებით 10 ტონამდე მოსავალს ელოდება. მოწეულ პროდუქციას აწვდის როგორც სუპერმარკეტების ქსელს, ასევე, ადგილობრივ ბაზარს.

 

  • No Comments
  • ოქტომბერი 30, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *