არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება
By

არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების განხილვა დაიწყება.

უწყების ცნობით, ორგანული კანონის პროექტით, იცვლება არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები და განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის არჩევნების შედეგების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამების წესი.

ამასთანავე, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება. ზუსტდება შემაჯამებელი ოქმების შედგენის, შესწორებისა და გასაჩივრების წესი. იცვლება საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადები. ახალარჩეული საკრებულოს, მისი წევრებისა და მერის უფლებამოსილების დაწყების ვადა კი, არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან, მე-14 დღის ნაცვლად, მე-9 დღე იქნება.

კანონპროექტზე წამყვან კომიტეტად იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განისაზღვრა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში ასევე დაიწყება .„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“, „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონებში ცვლილების განხილვა.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *