უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
By

უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 101 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გააძევეს: თურქეთის, ფილიპინების, თურქმენეთის, ინდოეთის, რუსეთის, კენიის, აზერბაიჯანის, კუბის, უზბეკეთის, ბელარუსის, ეგვიპტის, იორდანიის, კოტ-დივუარის, ნეპალის, პაკისტანის, ჩინეთის, ალჟირის, ბელარუსის, ნიგერიის, სომხეთის და სხვა სახელმწიფოების მოქალაქეები. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3600-ზე მეტი პირი.

  • No Comments
  • ნოემბერი 3, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *