საქართველო და თურქეთი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თანამშრომლობას გააძლიერებენ
By

საქართველო და თურქეთი ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თანამშრომლობას გააძლიერებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელი პირებისგან დაკომპლექტებული დელეგაცია თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის მთავარი მიზანი სამართალდაცვით სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა იყო.

შსს-ს ინფორმაციით, ქართული დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს თურქეთის ეროვნული პოლიციის რამდენიმე მნიშვნელოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელ პირებთან, მათ შორის კონტრაბანდასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, ინტერპოლისა და ევროპოლის დეპარტამენტების წარმომადგენლებთან. ასევე გაიმართა შეხვედრები ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო აკადემიასა და საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტში.

შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა სამართალდაცვით სფეროში არსებული თანამშრომლობა, სამომავლო გეგმები და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას, უწყებებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და პარტნიორული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციის შემადგენლობაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების, ასევე სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები იყვნენ.

  • No Comments
  • ნოემბერი 6, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *