By
ედნარ ნატარიძემ მაჭახელას ხეობაში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები დაათვალიერა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მაჭახელას ხეობაში, მეწყრული პროცესის შედეგად დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძე გზების დეპარტამენტის უფროს ზაზა შავაძესთან ერთად გაეცნო.

დასკვნით ეტაპზეა 138 მეტრი სიგრძის დამცავი ნაგებობის მშენებლობა. პარალელურად, გზის სავალი ნაწილის აღდგენის სამუშაოები და დამცავი ზღუდარების მოწყობა ხორციელდება.
სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ, ასევე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მინდია დიასამიძე და ხელვაჩაურის მერი ზაზა დიასამიძე.