წარმატება – სამბოში
By

წარმატება – სამბოში

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამბოში  მსოფლიო ჩემპიონატზე 11 მედალი მოიპოვა.

უზბეკეთის დედაქალაქში გამართულ  2026 წლის  მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სამბისტებმა  ხუთი ოქროს, ორი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი აიღეს.

აღსანიშნავია, რომ ტაშკენტში ჩატარებული ჩემპიონატი საიუბილეოა – 50-ედ გაიმართა.

მიუხედავად დიდი კონკურენციისა (ჩემპიონატში 101 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა), ჩვენმა სპორტსმენებმა შესანიშნავ შედეგს მიაღწიეს – სპორტულ სამბოში მამაკაცთა შორის  გუნდური პირველი ადგილიც (30-წლიანი პაუზის შემდეგ) დაისაკუთრეს.

ოქროს მედლები ვახტანგ ჩიდრაშვილმა, ავთო მუკბანიანმა, ჯაბა თურქიამ, უჩა ტაბატაძემ და გიორგი გამჯაშვილმა მოიპოვეს, ვერცხლის მედლებს კი ელენე ქებაძე და არჩილ გოგოლაშვილი დაეუფლნენ, ბრინჯაოს –  ბექა ძაგანიშვილი, გიორგი ეგნატაშვილი, სოფიო ბაღიშვილი და რამინ ყიფშიძე.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ნოემბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *