თოვლი და ყინვა – მაღალმთიანეთში
By

თოვლი და ყინვა – მაღალმთიანეთში

ნოემბრის პირველ დეკადაში აჭარის მთიანეთის სოფლებში ბარაქიანად მოთოვა, თოვლს ყინვა მოჰყვა, რავ წელიწადის ამ დროისთვის იშვიათობაა. 10 ნოემბერს მზემ გამოანათა. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხულოს, შუახევის, ქედის სამსახურების მექანიზატორები თოვლისა და მეწყრებისგან გზებს წმენდენ. როგორც შუახევის სამსახურის უფროსმა რომან დუმბაძემ გვითხრა, 15 ერთეული ტექნიკა მუშაობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ. მისივე თქმით, მაღალი გამავლობის ტრანსპორტით მიმოსვლა შესაძლებელია ყველა თემის ცენტრამდე. თოვლისგან გაწმენდილია შორეულ ნაღვარევში მისასვლელი გზაც.
უხვმა ნალექმა გაააქტიურა მეწყრული პროცესები. მეწყერი ჩამოწვა ქედა-მერისის საავტომობილო გზაზე და ერთი დღის განმავლობაში ტრანსპორტით მოძრაობა შეფერხდა.
თოვლმა და ყინვამ დააზარალა ფერმერები. პირუტყვი უკვე ბაგურ კვებაზეა. საგრძნობი ზარალია ხეხილის ბაღებსა და ზვრებში.
9 ნოემბრის საღამოს საათებიდან სამივე მუნიციპალიტეტში დენის მიწოდება აღდგა.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ნოემბერი 10, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *