მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს  შეხვდა
By

მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს  შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი უზბეკეთის რესბუბლიკის პრეზიდენტ შავკატ მირზიოევს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელიც ანტალიაში გაიმართა, საქართველოსა და უზბეკეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები – პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, განათლებისა და კულტურის სფეროებში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაფართოებას, უზბეკური ინვესტიციების მოზიდვას და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს შუა დერეფნის განვითარებასა და ცენტრალური აზიიდან საქართველოს პორტების გავლით ევროპისკენ სატვირთო გადაზიდვების შესაძლებლობებზე.

მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა უზბეკეთის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა, ასევე, განიხილეს საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა.

  • No Comments
  • ნოემბერი 11, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *