ცოტნე ანანიძე რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, მუნიციპალიტეტების დელეგატებთან ერთად, რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა.
კანონმდებლებმა რეგიონის მცხოვრებლების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია უშუალო დიალოგის ფორმატში მოისმინეს. ჯანდაცვა, სოციალური სფერო, დასაქმება, ინფრასტრუქტურა – ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელთა მოგვარებაში მოქალაქეები მხარდაჭერას ითხოვენ.
აღსანიშნავია, რომ მოქალაქეთა მიღება საკანონმდებლო ორგანოში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, თუმცა მსგავსი ფორმატის შეხვედრა, სადაც, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტების დელეგატებმა, თემატური დიფერენციაციის გარეშე, ერთდროულად მოუსმინეს მოქალაქეებს, პირველად გაიმართა.
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ცოტნე ანანიძის განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრები საკანონმდებლო ორგანოში გაგრძელდება და სისტემატურად გაიმართება.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოსახლეობის საჭიროებები ჩაინიშნეს და კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობას დაჰპირდნენ.
შეხვედრას ქალაქ ბათუმის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში – რამაზ ჯინჭარაძე, ხელვაჩაურის დელეგატი – მინდია დიასამიძე, ქედის დელეგატი – ნადიმ ვარშანიძე, შუახევის დელეგატი – ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს დელეგატი – მინურ პაქსაძე ესწრებოდნენ.