განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდების მხარდაჭერას დაეთმო
აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა და აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიამ ბანძელაძესა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის (OHCHR) უფროს მრჩეველ ვლადიმერ შკოლნიკოვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე განიხილეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი 2026-2030 წლების მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში აჭარის რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების მხარდაჭერის საკითხს – მხარეებმა შეაჯამეს ამ მიმართულებით აქამდე განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე იმსჯელეს.