,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღიკვეთა
By

 ,,სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის მცდელობის 4 ფაქტი აღიკვეთა

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც ფიზიკური, ასევე მათი კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ – 363 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს.
უწყების ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 64 992 ლარი შეადგინა. ერთი კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 3 კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, სანქციის სახით, ჯამში, 20 075 ლარით დაჯარიმდა.

  • No Comments
  • ნოემბერი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *