კიევში დრონი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა
By

კიევში დრონი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა

კიევში დრონი საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა, რის შედეგადაც, ხანძარი გაჩნდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დრონი უკრაინის დედაქალაქის სოლომენსკის რაიონში მდებარე ცხრასართულიან კორპუსს მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ადამიანი დაშავდა.

დრონით შეტევის შედეგად, კორპუსის მეექვსე-მეშვიდე სართულებზე ხანძარი გაჩნდა, ხოლო მეხუთე სართული ნაწილობრივ ჩამოინგრა.

ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 12, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *