By
რეგიონს ჩინელი ინფლუენსერები სტუმრობდნენ
აჭარას ცნობილი ჩინური სოციალური მედიაპლატფორმების (WEIBO, RED)-ი და DOUYIN-ი ინფლუენსერები სტუმრობდნენ.
ბლოგერებმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურეს და აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები მილიონობით გამომწერს გაუზიარეს.

მედიატურის ფარგლებში ინფლუენსერებმა ბათუმისა და აჭარის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები მოინახულეს, მათ შორის ძველი ბათუმი, ბულვარი, ბოტანიკური ბაღი და პეტრას ციხე. ინფლუენსერებმა აჭარული ხაჭაპურისა და ხინკლის მომზადების მასტერკლასებშიც მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს.
აჭარაში მოგზაურობის შთაბეჭდილებებს ინფლუენსერები გამომწერებს ეტაპობრივად უზიარებდნენ და მათ საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებდნენ.