By
პატრიარქის ნათლულებს 700-მდე ბავშვი შეემატა
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ მესამე და შემდგომი ბავშვის საყოველთაო ნათლობის სამოცდამეთხუთმეტე ეტაპი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა და პატრიარქის ნათლულებს 710 ახალნათელღებული შეემატა.
ნათლობის ცერემონიის დასრულების შემდეგ, სამების ტაძარში, შიო მესამემ ნათლულები დალოცა.