ახალი პოლიტიკური პარტია დაფუძნდა
By

ახალი პოლიტიკური პარტია დაფუძნდა

თბილისში პოლიტიკური პარტიის „სოციალური დემოკრატიისთვის“ სადამფუძნებლო ყრილობა გაიმართა. ახალი პოლიტიკური გაერთიანება სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, სტუდენტებს, ემიგრანტებს, შრომითი უფლებებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე მომუშავე აქტივისტებს აერთიანებს.
როგორც პარტიის წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ განაცხადა, ქვეყანაში ოპოზიციის მიმართ „ქართული ოცნების“ პოლიტიკის გათვალისწინებით, ახალი პარტია ყველაფრისთვის მზად არის.
„ოცნება“, როგორც ავტორიტარული ძალა, ყველა ალტერნატივას ებრძვის ყველა იმ საშუალებით, რომელიც მის ხელთ არის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ექნება პრეცედენტული ძალა, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც, ვთქვათ, არ აღიარებს „ქართული ოცნების“ ავტორიტარულ რეჟიმს, მის მიერ ჩატარებული არჩევნების სამართლიანობას და ა.შ. ასევე გამოცხადდება არაკონსტიტუციურად. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი დემოკრატიული პარტია ასე მოიქცევა და საფრთხის ქვეშ აყენებს ყველა მათგანს, მათ შორის, ჩვენც, ამიტომ ჩვენ არ გამოვრიცხავთ არაფერს, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვართ’’, – განაცხადა ვახუშტი მენაბდემ.

  • No Comments
  • ნოემბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *