ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლა 90 წლისაა
By

ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლა 90 წლისაა

ბათუმის სამხატვრო განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა – ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლა 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მხატვართა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა.
ღონისძიებას აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილეები ვლადიმერ მგალობლიშვილი და ირმა აბულაძე, სამინისტროს სხვა წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ სამხატვრო სკოლის დირექტორს გურამ ფუტკარაძეს, მხატვრებს და სკოლის მოსწავლეებს იუბილე მიულოცეს და შემოქმედებით საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.
ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში და ახალგაზრდა თაობის აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის, სამხატვრო სკოლას აჭარის კულტურის მინისტრის მადლობის სიგელი გადაეცა.
საიუბილეო ექსპოზიციაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ჰქონდა, გასცნობოდა სასწავლებლის შემოქმედებით მემკვიდრეობასა და სხვადასხვა თაობის ხელოვანთა ნამუშევრებს.
ღონისძიებაზე სპეციალური სიგელები გადაეცა დამსახურებულ მხატვრებს, დაჯილდოვდნენ სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები.
გაზეთი „აჭარა“ ულოცავს ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლას დაარსებიდან 90 წლის იუბილეს. ვუსურვებთ სასწავლებელს მრავალი წარმატებული თაობა აღეზარდოს და ქართული ხელოვნების განვითარებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანოს.

  • No Comments
  • ნოემბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *