პოლიციის აკადემიის წარმომადგენლები ქედელ მოსწავლეებს შეხვდნენ
By

პოლიციის აკადემიის წარმომადგენლები ქედელ მოსწავლეებს შეხვდნენ

ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. მისი მიზანი მოსწავლეებისთვის ახალი საბაკალავრო პროგრამის „საზოგადოებრივი უსაფრთხოება და საპოლიციო საქმე“ შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო.

პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები შეისწავლიან სამართალს, ფსიქოლოგიასა და სხვა მნიშვნელოვან დისციპლინებს.

პოლიციის აკადემია მომავალ სტუდენტებს სთავაზობს: სწავლის სრულ დაფინანსებას, საცხოვრებლით უზრუნველყოფას, უფასო კვებას,  სასწავლო პროცესის სრულ მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.

აკადემიაში ჩარიცხვისთანავე, სტუდენტს რიგითის წოდება მიენიჭება, ხოლო კურსდამთავრებულს – პოლიციის ლეიტენანტის წოდება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, დასაქმდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე.

თამაზ მგზავრიძე

  • No Comments
  • ნოემბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *