ნონა გაფრინდაშვილი და ზურაბ სტურუა – მსოფლიო  ჩემპიონები
By

ნონა გაფრინდაშვილი და ზურაბ სტურუა – მსოფლიო  ჩემპიონები

სერბეთის ქალაქ ვრიაჩკა ბანიაში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა სენიორებს შორის ჭადრაკში. ტურნირი 3-დან 14 ნოემბრამდე გაიმართა და მასში 65 ქვეყნის 385 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

საქართველოსთვის  ჩემპიონატი განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან  ქართველმა დიდოსტატებმა ორი ოქროს მედალი მოიპოვეს.

+75 ასაკობრივ კატეგორიაში სენიორებს შორის მსოფლიო ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი მეცხრედ გახდა. ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ 11-დან 7 ქულით გაიმარჯვა და ამ ასაკობრივ კატეგორიაში ჩემპიონობა არავის დაუთმო. ჩვენი ლეგენდა, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი, 85 წლის ასაკშიც არ ჩერდება, ისევ ახალ ისტორიას წერს.

აღსანიშნავია ასევე,  საერთაშორისო დიდოსტატის ზურაბ სტურუას შესანიშნავი თამაში, მან  +65 კატეგორიაში ტურნირი დაუმარცხებლად ჩაატარა და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ამ ჩემპიონატზე ზურაბმა ბრწყინვალე შედეგი აჩვენა – ტურნირი დაუმარცხებლად განვლო და 11 შესაძლებლობიდან 8.5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა.

ზურაბი უკვე ორჯერ იყო მსოფლიო ჩემპიონი 50+ ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას!

 

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ნოემბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *