„ასტრიდობა“ – დღე, როდესაც ზღაპრები ცოცხლდება
ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში შვედი საბავშვო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღის აღსანიშნავად, თემატური ღონისძიება „ასტრიდობა” – დღე, როდესაც ზღაპრები ცოცხლდება გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ლიტერატურულ-შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები, ასევე, სახალისო თამაშები, რომელთა საშუალებითაც ბავშვები მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას გაეცნენ და მისი ნაწარმოებების ზღაპრულ სამყაროში იმოგზაურეს.
ამ დღეს მუზეუმის სივრცე ასტრიდ ლინდგრენის ზღაპრულ სამყაროდ გარდაიქმნა. ბავშვებს ფერადი, მხიარული და შემოქმედებითი გარემო დახვდათ, სადაც საყვარელი ლიტერატურული გმირები, თამაშები და თავგადასავლები ერთმანეთს შეერწყა.
ღონისძიების მიზანი ბავშვებში წიგნის კითხვისა და ლიტერატურისადმი ინტერესის გაღვივება, წარმოსახვისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება და მწერლის შემოქმედების სახალისო, ინტერაქტიული ფორმით გაცნობა იყო.
პროგრამა სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის ბავშვებისთვის იყო გათვალისწინებული.