სარემონტო სამუშაოები დამამთავრებელ ეტაპზეა
By

სარემონტო სამუშაოები დამამთავრებელ ეტაპზეა

დაბა შუახევში  სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე და დასრულებული სარემონტო სამუშაოები, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას,  მოსახლეობისთვის ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნას ისახავს მიზნად.
სპორტული ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ფერდსამაგრი კედლის მოწყობის სამუშაოები უკვე დასრულდა. პროექტის ფარგლებში  გაფართოვდა ცენტრთან მისასვლელი საავტომობილო გზა. ფერდსამაგრი კედლები მოეწყო დაბის სხვადასხვა ადგილზე, რაც საცხოვრებელი სახლებისა და საავტომობილო გზების მეწყრული პროცესებისგან დაცვას შეუწყობს ხელს.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს დაბაში მდებარე ლოჯისტიკურ ცენტრში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, მუნიციპალური სერვისების ცენტრი განთავსდება. განახლებული სივრცე მუნიციპალური სერვისების სფეროში დასაქმებულთათვის ნორმალური სამუშაო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.
დაბაში, ასევე, გრძელდება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების სახურავების, ფასადებისა და სადარბაზოების რემონტი. პროექტი ითვალისწინებს შენობების ფასადების, სადარბაზოების კიბეების, მოაჯირების, ფანჯრებისა და კედლების შეკეთება-შეღებვას, ასევე, სახურავების სრულ რეაბილიტაციას. სამუშაოები დასრულებულია რუსთაველის ქუჩა №34-სა და თამარ მეფის ქუჩა №14-ში არსებულ მრავალბინიან სახლებზე . სარემონტო   სამუშაოები გრძელდება  რუსთაველის ქუჩის მესამე შესახვევში, თამარ მეფის ქუჩის № 9-სა და №12-ში არსებულ საცხოვრებელ სახლებზე.
ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შუახევის მუნიციპალიტეტის მერი ომარ ტაკიძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იაგო დავითაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ფრიდონ ფუტკარაძე, შუახევის მერის პირველი მოადგილე მირიან აბაშიძე  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.

ცოტნე ცაბაძე

  • No Comments
  • ნოემბერი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *