საპარკინგე სივრცეების გამოთავისუფლების მიზნით, მონიტორინგი დაიწყო
By

საპარკინგე სივრცეების გამოთავისუფლების მიზნით, მონიტორინგი დაიწყო

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, პარკირების ზედამხედველობის სამსახური ქალაქის იერსახის გაუმჯობესებისა და საპარკინგე სივრცეების გამოთავისუფლების მიზნით, მონიტორინგს პერმანენტულად ახორციელებს.

ცენტრალურ უბნებში ამორტიზებული და კომერციული მიზნით გაჩერებული ავტომობილების გაყვანა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება.  პარალელურად, ტროტუარზე, ავტობუსის გაჩერებაზე, ველობილიკზე, შშმ პირის ტრანსპორტის სადგომზე, პარკირების სხვა დარღვევებისა და ევაკუაციის მონიტორინგი მიმდინარეობს.

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის, პარკირების ზედამხედველობის სამსახურის მიერ, მიმდინარე, წელს ევაკუაციით საჯარიმოზე გადმოყვანილია 5718 ავტომობილი. აღნიშნული პროცესი ხელს შეუწყობს და მოქალაქეების უსაფრთხო გადაადგილებას.

უწყების ინფორმაციით, მოსახლეობამ ევაკუაციასა და დარღვევით მდგომ ავტომობილებთან დაკავშირებით, სწრაფი და ხელმისაწვდომი კომუნიკაციის მიზნით, მუნიციპალური ინსპექციის, პარკირების ცხელ ზაზზე 595 001 307, ორშაბათიდან პარასკევამდე, 10:00 – 19:00 საათამდე უნდა დარეკოს.

  • No Comments
  • ნოემბერი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *