გიორგი ცინცაძე კორტნი ოსტრიანს შეხვდა
By

გიორგი ცინცაძე კორტნი ოსტრიანს შეხვდა

ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში კორტნი ოსტრიანთან შეხვედრა გამართა.

მერმა სტუმარს ბათუმის, როგორც შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელოვანი ქალაქის განვითარების მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო ტურიზმის, ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკის განვითარებას, ბიზნესგარემოს, ინვესტიციებისა და შრომის ბაზრის მიმართულებებს, ასევე, მერიის სამომავლო გეგმებს.

კორტნი ოსტრიანმა აღნიშნა ბათუმისა და აჭარის რეგიონის მნიშვნელობა საერთაშორისო სატრანსპორტო და ეკონომიკური დერეფნის თვალსაზრისით.

გიორგი ცინცაძის თქმით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობას მნიშვნელოვანი ისტორია აქვს. მან ხაზი გაუსვა საერთაშორისო ასპარეზზე ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ბათუმი მზად არის, განაგრძოს მჭიდრო პარტნიორობა ამერიკულ მხარესთან.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ბათუმისა და ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქების დამეგობრების შესაძლებლობას დაეთმო, რაც ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებას, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავებას.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გაგრძელდეს კომუნიკაცია ქალაქებს შორის ურთიერთობების განვითარებისა და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების მიმართულებით.

  • No Comments
  • ნოემბერი 18, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *