ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა იწყება
ბათუმის მერიის ინფორმაციით, 2027 წლის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულებში ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა იწყება, რომელიც
ეტაპობრივად, 14-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს მოიცავს. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები, წინადადებები და რეკომენდაციები.
ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ვარიანტი საკრებულოს დასამტკიცებლად არაუგვიანეს 10 დეკემბრამდე წარედგინება.
პროექტის მიხედვით, ბათუმის მომავალი წლის ბიუჯეტი 614 მილიონ ლარს შეადგენს. ძირითადი პრიორიტეტებია: ინფრასტრუქტურა, მუნიციპალური სერვისების განვითარება, ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებები, სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება.
ბიუჯეტის პროექტი საკრებულომ ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე უნდა დაამტკიცოს.
მერიის ინფორმაციით, დაინტერესებული პირებისთვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობა შესაძლებელია ბმულზე – https://batumi.gov.ge/budget.
ცნობილია საჯარო განხილვების გრაფიკიც. შეხვედრების განრიგი შემდეგნაირად გადანაწილდა.
19 ნოემბერი
12:00 საათი – მწვანე კონცხისა და თამარის ადმინისტრაციული ერთეულები, ი. გრიშაშვილის ქუჩა №5;
16:00 საათი – ბონი-გოროდოკისა და ბაგრატიონი 1-ის ადმინისტრაციული ერთეულები, ვ. მაიაკოვსკის ქუჩა №1;
20 ნოემბერი
16:00 საათი – რუსთაველისა და ძველი ბათუმის ადმინისტრაციული ერთეულები, ზ. გორგილაძის ქუჩა №19;
24 ნოემბერი
12:00 საათი – ბაგრატიონი 2-სა და ხიმშიაშვილის ადმინისტრაციული ერთეულები, ნ. ფიროსმანის ქუჩა №16;
16:00 საათი – ჯავახიშვილისა და აღმაშენებლის ადმინისტრაციული ერთეულები, პ. ბაგრატიონის ქუჩა №151;
25 ნოემბერი
12:00 საათი – სამრეწველო და კახაბრის ადმინისტრაციული ერთეულები
ფრიდონ ხალვაშის გამზირი №83;
16:00 საათი – აეროპორტისა და გონიო-კვარიათის ადმინისტრაციული ერთეულები, აფსაროსის გზატკეცილი №105.