რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 57 მლნ ლარით გაიზარდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ედნარ ნატარიძემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ’’ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2027–2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი წარადგინა.

მინისტრის თქმით, რეგიონის 2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი 1 059 000 000 ლარს შეადგენს.
წინა წელთან შედარებით, რეგიონის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 57 მლნ ლარით გაიზარდა. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 130 მლნ ლარით,16,25%-ით გაიზარდა და 930 მლნ ლარს შეადგენს.
ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 10 მლნ ლარით იზრდება და 97 მლნ ლარს შეადგენს.
2027 წლის ბიუჯეტში ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება, 42 მლნ ლარით გაიზრდება და 215 925 000 ლარს შეადგენს.
განათლების დაფინანსება 7 მლნ ლარზე მეტით იზრდება და 126,037 მლნ ლარს შეადგენს.
კულტურის სამინისტროს ბიუჯეტი 2 მლნ ლარით მოიმატებს და 54 მლნ ლარი იქნება.
სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსება მილიონ ლარზე მეტით გაიზრდება და 42 მლნ ლარს შეადგენს