ბათუმი კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს
By

ბათუმი კადეტთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს

21-29 ნოემბერს ჩვენი ქალაქი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ტურნირს უმასპინძლებს  ჭადრაკში – ფიდეს მსოფლიო კადეტთა ჩემპიონატს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის 48 ახალგაზრდა მოჭადრაკე იასპარეზებს და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს.

ტურნირი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) და საქართველოს  ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.

ასპარეზობა ექვს კატეგორიაში – 8, 10 და 12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გაიმართება.

კადეტთა მსოფლიო  ჩემპიონატი წრიული სისტემით, შვიდ ტურად ჩატარდება.

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • ნოემბერი 19, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *