მერაბ დოლიძის –  ვერცხლი
By

მერაბ დოლიძის –  ვერცხლი

საბერძნეთის ქალაქ  ვეტერსნებში  მსოფლიოს პირველობა ჩატარდა სამბოში ვეტერანებს შორის. წარმატებით იასპარეზა  ბათუმელმა სპორტსმენმა, 54 წლის მერაბ დოლიძემ, რომლიც  მეორე ადგილზე გავიდა და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. მერაბ დოლიძე ბათუმის სპორტულ ცენტრში, ქართული ჭიდაობის დარბაზში ვარჯიშობს, ხან ვახტანგ ზოიძესთან – ძიუდოს დარბაზში.  მას  მწვრთნელი პაატა ურიადმყოფელი ავარჯიშებს.

– მერაბი ერთი წლის წინ გულმა შეაწუხა, სამი სტენტი ჩაუსვეს, ერთი წლის შემდეგ  ვარჯიში მაინც გააგრძელა. სამი თვე ივარჯიშა და მსოფლიოს პირველობაზე გაემგზავრა   საბერძნეთში, სადაც   წარმატებით იასპარეზა და ვერცხლის მედლის მოპოვება შეძლო.  მერაბი ვეტერანებში სამბოშიც ჭიდაობს და ძიუდოშიც. ის ახალგაზრდობაში   ორივე სახეობას ეუფლებოდა. მას 36 წელია აღარ უვარჯიშია და გასახარია, რომ  ამდენი ხნის შემდეგ, სულ რაღაც სამი თვის ნავარჯიშევმა,   მეორე ადგილის დაკავება შეძლო. მჯერა, რომ ის მომავალში  ოქროს მედალსაც მოიპოვებს, – გვითხრა პაატა ურიადმყოფელმა.

 

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • ნოემბერი 25, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *