By
TikTok ინფლუენსერები – აჭარაში
აჭარას ცნობილი TikTok ინფლუენსერები ყაზახეთიდან და უზბეკეთიდან სტუმრობენ. ისინი რეგიონის სამთო-საზღვაო ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს მილიონობით გამომწერს აცნობენ. აჭარის შესახებ გამოქვეყნებულ კონტენტს სოციალურ ქსელებში უკვე მილიონობით ნახვა აქვს.
ინფლუენსერები უკვე სტუმრობდნენ ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, ძველ ბათუმს, ბულვარს, ბოტანიკურ ბაღს, პეტრას ციხესა და მთიან აჭარას. საზღვაო აქტივობებში მონაწილეობის შემდეგ, მედიატურის მონაწილეებმა აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასშიც მიიღეს მონაწილეობა და ადგილობრივი კერძები დააგემოვნეს.
ინფლუენსერები რეგიონს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ორგანიზებით სტუმრობენ.