ირაკლი კობახიძე: არ ვიცი, ზურაბიშვილი ბოლომდე გადაკვეთს თუ არა წითელ ხაზებს. . .
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის თქმით, სალომე ზურაბიშვილი შეუძლია, კიდევ ერთხელ უღალატოს ამომრჩეველს, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.
„რაც შეეხება გვარამიას და სალომე ზურაბიშვილი, ჩვენ ზურაბიშვილისგან, ზოგადად, არაფერი გვიკვირს. ის თანდათანობით კვეთს წითელ ხაზებს. არ ვიცი, ბოლომდე გადაკვეთს თუ არა ყველა წითელ ხაზს. . . რა თქმა უნდა, ეს იქნება მორიგი ღალატი ამომრჩევლის წინაშე. თქვენ იცით, რომ მას თავის დროზე იმ ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი, რომლისთვისაც პრინციპულად მიუღებელია სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულები. მას შეუძლია კიდევ ერთხელ უღალატოს იმ ამომრჩეველს, რომელმაც მას მხარი დაუჭირა. მისგან აღარაფერი გვიკვირს, თუმცა, ვნახოთ, ეს მისი საქმეა. იმედი მაქვს, რომ მორიგ ღალატს არ ჩაიდენს, თუმცა, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.