By
ამინდი გაუარესდება!
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14-16 ივლისს, საქართველოში, მაღალი ტემპერატურის ფონზე, დროგამოშვებით ნალექიან ამინდს ვარაუდობენ, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ძლიერი ქარი.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი.