By
ანდრეი სიბიგა – რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ პოლონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. მისი განცხადებით, რუსული ფრთოსანი რაკეტა პოლონეთის საჰაერო სივრცეში გასულ ღამეს შევიდა და ნატოს საჰაერო სივრცე დაარღვია.
„ეს იმის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება ახლა გადაუდებელი აუცილებლობაა და მთელი ევროატლანტიკური საზოგადოების დაცვის გარანტიას წარმოადგენს“, – წერს სიბიგა.
ასევე, პოლონური გამოცემა წერს, რომ წინასწარი მონაცემებით, ლუბლინის სავოევოდოში რუსული რაკეტა ჩამოვარდა.
„ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს რუსული რაკეტა იყო“, – განუცხადა გამოცემას წყარომ.