არჩილ გორდულაძე – ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ თანასწორუფლებიანი ქვეყანა
By

არჩილ გორდულაძე – ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ თანასწორუფლებიანი ქვეყანა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბელგიის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირს დიალოგის შეჩერების გადაწყვეტილების გადახედვას სთავაზობს.

აღნიშნულ განცხადებას  გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი არჩილ გორდულაძე. მისი განცხადებით, საქართველოს სჭირდება ევროკავშირი და ამაზე არანაკლებ სჭირდება ევროკავშირს საქართველო.

,,პრაგმატული მიდგომიდან და ევროკავშირის ინტერესებიდან გამომდინარე, მათ უნდა აწყობდეთ, რომ ჩიხში შესული ურთიერთობებიდან გამოსავალი თავადვე მოძებნონ და გადახედონ საკუთარ გადაწყვეტილებებს. მათ შორის, შუა დერეფნიდან და იმ ეკონომიკური კავშირებიდან გამომდინარე, სადაც უაღრესად დიდ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ ვიბრუნებთ იმ ფუნქციას, რომელიც ისტორიულად ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენი იყო, სხვადასხვა კულტურისა და ერის დაკავშირებადობას. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე ევროკავშირის წარმომადგენლობა უნდა დაფიქრდეს.

ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან გაკეთებული განცხადებები ყოველთვის არის მათ საპასუხოდ. ასეთი განცხადებების ინიციატორები ჩვენ არასდროს არ ვართ ხოლმე, მაგრამ როდესაც თავდასხმაა, ამ თავდასხმას და ტყუილების გავრცელებას აუცილებლად ვპასუხობთ ხოლმე.
ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ თანასწორუფლებიანი ქვეყანა. შემდგარი ქვეყანა ვართ და ყველამ კეთილი ინებოს და პატივი სცეს ქართველ ხალხს და მის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გორდულაძემ.

 

 

  • No Comments
  • სექტემბერი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *