„ასე ამარცხებს საქართველოში „რუსული რეჟიმი“ – რუსეთს“
By

„ასე ამარცხებს საქართველოში „რუსული რეჟიმი“ – რუსეთს“

ანალიტიკოსი და პუბლიცისტი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 23 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებას. „მორიგი დასტური მოვიდა სტრასბურგიდან, ქართული რადიკალური ოპოზიციის ავადმყოფობის ისტორიაში ჩასაწერად: რუსული პარანოია და შიზოფრენიული რუსოფობია არ იკურნება – განსაკუთრებით, როდესაც ეს „რუსული“ მოქმედ ხელისუფლებას ეხება. „რუსული რეჟიმის“ და „რუსული ოცნების“ მიერ მორიგი მარცხი იქნა მიყენებული რუსეთზე. სწორედ ამ კოგნიტური დისონანსის ჭრილში უნდა განიხილონ ჩვენმა შეპყრობილებმა წესით ეს ახალი ამბავი – მაგრამ არ განიხილავენ. 2026 წლის 23 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქმეზე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ ბოლო წლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო-სამართლებრივ მოვლენად იქცა საქართველოსთვის. სასამართლომ რუსეთს დააკისრა პასუხისმგებლობა გიორგი ანწუხელიძის, კახაბერ ხუბულურის, უშანგი სოფრომაძის და სხვა ქართველი სამხედროების მკვლელობისთვის, ასევე წამებისთვის, არაადამიანური მოპყრობისა და აღნიშნული დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების არარსებობისთვის.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ეს სარჩელი სტრასბურგში 2018 წლის 22 აგვისტოს, უკვე „ქართული ოცნების“, მაშასადამე – „რუსული რეჟიმის“ მთავრობის პერიოდში შევიდა, რაც ხაზს უსვამს მოქმედი ხელისუფლების უშუალო მონაწილეობას ამ საქმის ბოლომდე მიყვანასა და საერთაშორისო სამართლებრივი შედეგის მიღწევაში. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგებთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლებრივი ბრძოლა საქართველომ ჯერ კიდევ იმავე მოვლენების შემდეგ დაიწყო, სწორედ „მედასავლეთე“ ნაცსექტის შემდეგ, „რუსული რეჟიმის“ იუსტიციის სამინისტრომ ჩამოაყალიბა გრძელვადიანი და თანმიმდევრული სტრატეგია რუსეთის წინააღმდეგ როგორც სახელმწიფოთაშორისი, ისე ინდივიდუალური საქმეების სამართლებრივი წარმოებისთვის.

შედეგად, ბოლო წლებში სტრასბურგის სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში დაადასტურა საქართველოსთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის გარემოებები: აღიარა რუსეთის უკანონო კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, დაადასტურა მოსკოვის პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების მრავალრიცხოვანი დარღვევებისთვის და დააკისრა მას დაზარალებული საქართველოს მოქალაქეებისათვის კომპენსაციების გადახდა. ანწუხელიძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება სწორედ ამ პროცესის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რგოლი გახდა ისტორიული სამართლიანობის აღდგენის გზაზე.

ყველა ნორმალური ადამიანისთვის, ეს გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება“ აქცენტს აკეთებს არა ხმამაღალ პოლიტიკურ განცხადებებზე, არამედ საერთაშორისო დონეზე აღიარებული მტკიცებულებებისა და სამართლებრივი საფუძვლის შექმნაზე, რომელიც ხელისუფლებების ცვლილებისა და პოლიტიკური კონიუნქტურის მიუხედავად ძალაში რჩება. სტრასბურგის ყოველი მსგავსი ვერდიქტი 2008 წლის აგვისტოს ტრაგედიას პოლიტიკური კამათის საგნიდან ევროპული მართლმსაჯულების მიერ დადგენილ სამართლებრივ ფაქტად გარდაქმნის. სწორედ ამიტომ, 2026 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილება აღიქმება არა მხოლოდ დაღუპული სამხედროების ოჯახების გამარჯვებად, არამედ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯად 2008 წლის ომის შესახებ ისტორიული სიმართლის აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისა და სამხედროების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე საერთაშორისო პასუხისმგებლობის განმტკიცების მიმართულებით.

ასე ამარცხებს საქართველოში „რუსული რეჟიმი“ – რუსეთს, ხოლო „შიგევროპელები“, დომინოს პრინციპით, დასავლეთში მთავრობების გადადგომებში ტრიგერის როლს ასრულებენ. რაც არ უნდა თქვათ, ფსიქიატრია – საჭირო დარგია, განსაკუთრებით – ქართულ პოლიტიკაში“, – წერს დავით ქართველიშვილი.

 

  • No Comments
  • ივნისი 24, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *