By
აშშ-ის საელჩო: სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს
რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც გმობს რუსეთის ოკუპაციას და სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს.
„დღეს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული რუსეთის სამხედრო აგრესიიდან თვრამეტი წელი გავიდა. შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობას.
სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ხაზს ვუსვამთ კონფლიქტის მშვიდობიანი გადაჭრის საჭიროებას“, – წერს აშშ-ის საელჩო.