აჭარა მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის კუთხით, მსოფლიოში მესამე ადგილზეა
By

აჭარა მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის კუთხით, მსოფლიოში მესამე ადგილზეა

აჭარაში გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების სეზონი გაიხსნა.

მტაცებელი ფრინველების საშემოდგომო მიგრაციაზე დაკვირვება ორნითოლოგებსა და ფრინველებზე დამკვირვებლებს აჭარაში ჩაისუბნისა და სახალვაშოს სადამკვირვებლო პლატფორმებზე შეუძლიათ.

აჭარის ტურიზმისა დაკურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 15 აგვისტოდან  15 ოქტომბრის ჩათვლით, აჭარის საიმიგრაციო დერეფნის გავლით, 1 000 000-ზე  მეტი მტაცებელი ფრინველი მიიკვლევს გზას აფრიკისკენ.

რეგიონი მტაცებელ ფრინველთა მიგრაციის კუთხით, მსოფლიოში მესამე ადგილზეა, რის გამოც, ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტ ტურისტსა და ამ დარგით დაინტერესებულ მეცნიერს იზიდავს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.

 

  • No Comments
  • აგვისტო 27, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *