By
აჭარა – პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე
აჭარის ტურისტულ შესაძლებლობებს პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაეცნენ.
IFTM Paris 2026-ზე რეგიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა.
აჭარის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და სამომავლო თანამშრომლობის მიზნით დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრები გამართეს საფრანგეთის DMC ალიანსის, ფრანგული და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან.
პარიზის გამოფენაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1600-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია იყო წარმოდგენილი.
გამოფენაზე საქართველოს სტენდს სტუმრობდა საქართველოს ელჩი საფრანგეთში ირაკლი ყურაშვილი.