ახალგაზრდული ოლიმპიადა დაიხურა
By

ახალგაზრდული ოლიმპიადა დაიხურა

სენეგალში საზეიმოდ დაიხურა ზაფხულის მეოთხე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები, რომელსაც 31 ოქტომბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით სენეგალის დედაქალაქი დაკარი მასპინძლობდა.

თამაშებში მონაწილეობა 205 ქვეყნის წარმომადგენლებმა მიიღეს. შეჯიბრებები  სპორტის 25 სახეობაში გაიმართა. საქართველოდან სპორტის 9 სახეობაში – მძლეოსნობა, ფარიკაობა, კრივი, უშუ, ტაეკვონდო, მშვილდოსნობა, ძიუდო, ცურვა და ქვიშის ჭიდაობა 13-მა სპორტსმენმა იასპარეზაა.

თამაშების დასკვნითი ცერემონია ოლიმპიურ სოფელში გაიმართა, სადაც ოლიმპიადის მიმდინარეობის სხვადასხვა მნიშვნელოვანი კადრები აჩვენეს.

შეკრებილთ  სიტყვით  თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა მამადუ დიაგნა ნდიაიემ და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა კირსტი ქოვენთრიმ მიმართეს.

გაიმართა ტრადიციული დროშათა აღლუმი, საქართველოს დროშის გამოტანის პატივი  IV ახალგაზდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, მოკრივე ემილ ისმაილოვს ერგო.

საქართველოს სპორტსმენებმა IV ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებზე შთამბეჭდავად იასპარეზეს – 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 1 ბრინჯაო მოიპოვეს.

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი  მოკრივე ემილ ისმაილოვი (55კგ) გახდა, ვერცხლის მედლებს  ქვიშის მოჭიდავეები ლუკა მახარაძე (70 კგ) და ნურადინ მუსტაფაევი (90კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედალი კი ქვიშის მოჭიდავე დავით მძევაშვილმა (60 კგ) მოიპოვა.

საერთო ჩათვლაში, საქართველოს მედლების ხარისხობრივი მაჩვენებლის გათვალისწინებით, 44-ე ადგილი ერგო.

მანანა ძიძიშვილი

 

  • No Comments
  • ნოემბერი 16, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *