ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე
By

ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე

31 ოქტომბრიდან მიმდინარეობს და 13 ნოემბერს დასრულდება ახალგაზრდული ოლიმპიადა, რომელიც მეოთხედ ტარდება და მას  სენეგალი მასპინძლობს.

ასპარეზობაში საქართველოდან  სპორტის ცხრა სახეობაში  13 სპორსტსმენი  მონაწილეობს. საერთოდ, ოლიმპიადა 25 სახეობაში ტარდება.

დაკარის ახალგაზრდულ ოლიმპიური თამაშების გახსნაზე საქართველოს მედროშეები მოცურავე ანასტასია მიქელაშვილი და ძიუდოისტი  ვაჟა დეინგაშვილი გახლდნენ. ეს ისტორიული ღონისძიებაა იმდენად, რამდენადაც აფრიკის კონტინენტზე ასეთი სახის სპორტული ღონისძიება პირველად ტარდება.

საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას  სეოკის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ხელმძღვანელობს.

მეცხრე საშეჯიბრო დღეს  ქვიშის ჭიდაობაში საქართველომ ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა. ლუკა მახარაძემ  ჯგუფურ ეტაპზე სამივე შეხვედრა მოიგო, ნახევარფინალში მან ირანელი მეტოქე დაამარცხა, ფინალი კი აზერბაიჯანელ მეტოქესთან დათმო და ვერცხლი დაისაკუთრა. ასევე, ვერცხლი დაისაკუთრა  ნურადინ მუსტაფაევმაც.

საასპარეზოდ ოთხი სახეობა დარჩა, საქართველოს სპორტსმენები  შეეცდებიან, რომ ყველა სინჯის მედალი მოიპოვონ.

წარმარტება ვუსურვოთ ჩვენს სპორტსმენებს.

მანანა ძიძიშვილი

  • No Comments
  • ნოემბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *