ახალი სერვისცენტრი – ქობულეთში
By

ახალი სერვისცენტრი – ქობულეთში

ქობულეთში ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ახალი მომსახურების ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას ქობულეთის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სერვისცენტრი დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას აძლევს, ადგილზე, უმოკლეს ვადაში, „ერთი ფანჯრის პრინციპის“ ფარგლებში, შეუფერხებლად და მაღალკვალიფიციურად მიიღონ სამინისტროს სისტემაში არსებული პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურება.

ცვლილება მიზნად ისახავს მოქალაქეებისთვის მომსახურების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებასა და მათთვის უფრო კომფორტული გარემოს შექმნას.

სერვისცენტრი მოქალაქეებს ყოველდღე, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე, შოთა რუსთაველის ქუჩა №136 გ-ში მოემსახურება.

 

  • No Comments
  • ნოემბერი 9, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *