ბათუმის №8 საჯარო სკოლა 70 წლისაა
By

ბათუმის №8 საჯარო სკოლა 70 წლისაა

ქალაქ ბათუმის №8 საჯარო სკოლამ დაარსებიდან 70 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სკოლის განახლებულ ბიბლიოთეკასა და სასკოლო სივრცეებში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელსაც სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.
ღონისძიების სტუმრებს შორის იყვნენ აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ივანე მაისურაძე და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე.

მოწვეულმა სტუმრებმა სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს მნიშვნელოვანი საიუბილეო თარიღი მიულოცეს და ხაზი გაუსვეს სასწავლო დაწესებულების როლს რეგიონის საგანმანათლებლო ცხოვრებაში, მომავალი თაობების აღზრდასა და მათ ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაში.
საიუბილეო პროგრამის ფარგლებში მოეწყო ფოტოგამოფენა, რომელმაც სკოლის 70-წლიანი ისტორია გააცოცხლა. საზეიმო ღონისძიება მოსწავლეების მიერ მომზადებული მუსიკალური, ქორეოგრაფიული და თეატრალიზებული ნომრებით დასრულდა.
აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, წელს ბათუმის №8 საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა. მოსწავლეებმა ახალი სასწავლო წელი განახლებულ, თანამედროვე სასკოლო გარემოში დაიწყეს.

  • No Comments
  • ოქტომბერი 26, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *