ბათუმმა თევზის ფესტივალს უმასპინძლა
By

ბათუმმა თევზის ფესტივალს უმასპინძლა

ბათუმის ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი 2026, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრ დენის სალუქვაძესთან ერთად დაესწრო.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე, ბათუმის მერი გიორგი ცინცაძე, საქართველოს პარლამენტის წევრები, აჭარის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს და ბათუმის მერიის წარმომადგენლები.

თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მისი მიზანია რეგიონში მეთევზეობისა და აკვაკულტურის დარგების პოპულარიზაცია და განვითარების ხელშეწყობა. აღნიშნული მიმართულებები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, – აღნიშნა მინისტრმა დენის სალუქვაძემ.

ფესტივალი მრავალფეროვანი პროგრამით იყო დატვირთული და მოიცავდა კულინარიულ და გასტრონომიულ აქტივობებს, თევზის კვებითი ღირებულების შესახებ საინფორმაციო პრეზენტაციებს, სპორტული და სამოყვარულო თევზჭერის მასტერკლასებს, ასევე, სხვა საინტერესო ღონისძიებებს.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფერმერული მეურნეობები, თევზისა და ზღვის პროდუქტების რეალიზაციაში ჩართული ფიზიკური პირები, რესტორნები, პროფესიული სასწავლო კოლეჯები და სხვა ორგანიზაციები.

ფესტივალის მხარდამჭერები იყვნენ აჭარის მთავრობა, აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ხელვაჩაურის კულტურის ცენტრი და ბათუმის ბულვარი. ღონისძიების ორგანიზატორი იყო „ორგანული აკვაკულტურის ასოციაცია „ფორეჯი“.

 

  • No Comments
  • ივნისი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *