By
ბოლო დღეებში საქართველოდან უცხო ქვეყნის 88 მოქალაქე გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეებში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 88 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ჩინეთის, ბანგლადეშის, ეგვიპტის, იორდანიის, ნეპალის, სუდანის, ტანზანიის და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 88 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.