ბსუ-ში „რა? სად? როდის?“ ღია ჩემპიონატის გაზაფხული-ზაფხულის სეზონი დასრულდა
By

ბსუ-ში „რა? სად? როდის?“ ღია ჩემპიონატის გაზაფხული-ზაფხულის სეზონი დასრულდა

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ ღია ჩემპიონატის 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონი დასრულდა. ინფორმაციას ბსუ-ის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობდა 65 სტუდენტური და 3 სასკოლო გუნდი. 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის სეზონი განსხავებული ფორმატით ჩატარდა – ჩემპიონატი ორ ლიგად მიმდინარეობდა, უმაღლეს და პირველ ლიგად, ხოლო გამარჯვებულები თითოეულ ლიგაში ცალ-ცალკე გამოვლინდნენ.

უმაღლეს ლიგაში პირველი ადგილი მოიპოვა გუნდმა „თამადა“, მეორე ადგილზე გავიდა „სეკრეტარიატი“, ხოლო მესამე ადგილი დაიკავა გუნდმა „შინშაი“. პირველი ლიგის გამარჯვებული გახდა გუნდი „ჯიგარსონები“, მეორე ადგილი დაიკავა „ინკვიზიციამ“, ხოლო მესამე ადგილზე გავიდა „არქტიკა“.

შეჯიბრებაში მონაწილეობდნენ, ასევე, სასკოლო გუნდები: „დელფინები“, „თოლიები“ და „მარიაენკო“.

გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ თასები, მედლები, სერტიფიკატები, წიგნები და ვაუჩერები. გარდა ამისა, დაწესებული იყო ბსუ-ის რექტორის სპეციალური პრიზი და რექტორის მოადგილის, თამარ სირაძის, სპეციალური პრიზი.

  • No Comments
  • ივნისი 23, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *