ბულვარში ბამბუკების ნაკრძალის განახლება მიმდინარეობს
By

ბულვარში ბამბუკების ნაკრძალის განახლება მიმდინარეობს

ძველ ბულვარში არსებული ბამბუკების ნაკრძალის განახლების მიზნით, დეკორატიული გარეგანათება მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, ბამბუკების კორომში თანამედროვე დიზაინის დეკორატიული სანათები დამონტაჟდება, რომლებიც არსებულ ლანდშაფტთან სრულ თანხვედრაში იქნება და გამწვანებულ სივრცეს ღამის საათებში განსაკუთრებულ იერს შესძენს.

ბამბუკების მწვანე ნაკრძალი ბულვარის ერთ-ერთი გამორჩეული სივრცეა. პროექტის დასრულების შემდეგ, განახლებული ადგილი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება ბაღის ვიზიტიორებისთვის, როგორც დღის, ასევე, საღამოს საათებში.
დეკორატიული განათების მოწყობა ხელს შეუწყობს ბათუმის ბულვარის ისტორიული სივრცის უკეთ წარმოჩენას და მისი ვიზუალური გარემოს გაუმჯობესებას.

 

  • No Comments
  • ივნისი 29, 2026

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *